მათეს 10:22
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
იოანეს 15:18
თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
ფსალმუნები 68:4
ჩემი თავის თმაზე მეტად მომიმრავლდნენ უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი. რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
რომაელთა 1:29-30
აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
იოანეს 15:21
მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.
იოანეს 15:25
რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს”.
იოანეს 3:19
მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
ამოსი 5:10
გამოვიდნენ ხალხის მმართველნი და ზედამხედველები და ხალხს უთხრეს: „ასე ამბობსო ფარაონი: ‘მე აღარ მოგცემთ ბზეს.’
გალატელთა 4:16
მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
1 კორინთელთა 1:18
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
რომაელთა 2:24
რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.
მათეს 5:10-12
ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.