ესაია 40:18
ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
ესაია 40:25
„და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” – ამბობს წმიდა.
ესაია 46:5
ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
მათეს 11:16
მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან
ლუკას 7:31
და თქვა იესომ: „ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
ლუკას 6:47
ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
გოდება 2:13
რა გითხრა, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება; ვინ განგკურნავს?
მათეს 18:23
ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
მათეს 13:24
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: „ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
მათეს 13:31
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
მათეს 20:1
„რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
მათეს 22:2
„ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
მათეს 25:1
მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
მათეს 25:14
„ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა.
ლუკას 13:18-19
მან თქვა: „რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი? მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.