იერემია 24:1
მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა, უფალმა მაჩვენა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ;
იერემია 27:20
ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა არ წაიღო იექონია იეჰოიაკიმის ძის, იუდას მეფის დროს, როცა ბაბილონში განიდევნა იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებული.
4 მეფეთა 24:15
იეჰოიაქინი ბაბილონში გადაასახლა; მეფის დედა, ცოლები, საჭურისნი და ქვეყნის ძლიერნი წაიყვანა იერუსალიმიდან ბაბილონის დევნილობაში.
იერემია 29:2
ეს მას შემდეგ იყო, მეფე იექონია და დედოფალი, იუდასა და იერუსალიმის საჭურისნი და მთავარნი, ხურონი და მჭედელნი რომ წავიდნენ იერუსალიმიდან.
ესთერი 2:6
რომელიც გადასახლებულ იქნა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან და იმ ტყვეებთან ერთად, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ.
იერემია 32:5
ციდკიაჰუს ბაბილონში წაიყვანს და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვინახულებო, ამბობს უფალი. ქალდეველებს თუ შეებრძოლებით, დამარცხდებითო“.
იერემია 51:59
სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
იერემია 52:11
მერე თვალები დათხარა ციდკიაჰუს და ბორკილები დაადო; წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონში და სიკვდილის დღემდე საპყრობილეში ჰყავდა.
4 მეფეთა 23:34
გაამეფა ფარაონმა ნექომ ელიაკიმი, იოშიას ძე, მამამისის, იოშიას ნაცვლად: სახელი შეუცვალა და დაარქვა იეჰოიაკიმი. იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა და იქ მოკვდა.
ეზეკიელი 17:12
„უთხარი მეამბოხე სახლს: ვითომ ვერ ხვდებით, რას ნიშნავს ეს? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმში, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.
გოდება 2:9
მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან.
მსგავსი თემები:
მეფეები და ამპარტავნობა მეფეები და სიბრძნე მეფეთა გაფრთხილება როგორ უნდა მოიქცნენ მეფეები