იგავნი 31:3
ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს – მეფეთა დამღუპველებს!
იგავნი 17:7
უგუნურს მჭევრმეტყველება არ უხდება, მითუმეტეს წარჩინებულს – ცრუ ბაგენი.
იგავნი 29:12
ბატონი, რომელიც ყურს უგდებს ტყუილ სიტყვას, ყველა მისი მსახური უკეთურდება.
იგავნი 31:4-5
მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს – მაგარ სასმელთა სიყვარული; თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.
მსგავსი თემები:
მეფეები და ამპარტავნობა მეფეები და სიბრძნე მეფეების გადასახლება როგორ უნდა მოიქცნენ მეფეები