ბიბლიის მუხლები თემაზე
მეფეები და სიბრძნე
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 8:15
ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
-
ეკლესიასტე 7:19
სიბრძნე, ქალაქში მყოფ ათ ხელისუფალზე მეტად განამტკიცებს ბრძენს.
-
იგავნი 20:26
გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
-
ეკლესიასტე 4:13
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,
-
იგავნი 28:16
გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
-
3 მეფეთა 4:34
ყოველ ხალხთაგან მოდიოდნენ სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და დედამიწის ყოველ მეფეთაგან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.
-
3 მეფეთა 10:23
დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.