ფსალმუნები 41:5-11
რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რად დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს. დაღვრემილია ჩემი სული; ამიტომ გიხსენებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან. უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა შენმა ტალღამ და ზვირთმა ჩემზე გადაიარა. დღისით მოავლენს უფალი თავის წყალობას, ღამით კი მე ვუმღერ _ ვილოცებ ჩემი სიცოცხლის ღმერთთან. ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს – რად დამივიწყე? რატომ დავდივარ მგლოვიარე, მტრისგან შეჭირვებული? თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენო, როცა მლანძღავდნენ ჩემი მტრები და მეუბნებოდნენ მთელ დღეს: სად არისო შენი ღმერთი? რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.
მეორე რჯული 26:6-7
გვიბოროტეს ეგვიპტელებმა, გვავიწროებდნენ და სასტიკად გვიმონებდნენ; და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, იხილა ჩვენი გაჭირვება, ჯაფა და ჩაგვრა.
2 მეფეთა 22:7
გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
2 ნეშტთა 20:9
როცა ბოროტება მოვა ჩვენზე, განკითხვის მახვილი ან შავი ჭირი და შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენს სახელზეა ეს სახლი და შემოგღაღადებთ ჩვენს გასაჭირს, რათა ისმინო და გვიხსნა.
ნეემია 9:32
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, მცირედ ნუ ჩათვლი მთელ იმ უბედურებას, რომელიც გვეწია ჩვენ, ჩვენს მეფეთ, მთავრებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველთ, მამებსა და მთელ შენს ხალხს, აშურის მეფეთა დღეთაგან დღემდე.
ფსალმუნები 30:9-12
შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, წუხილით დამისუსტდა თვალი, სამშვინველი და სხეული. რადგან ნაღველში გაილია ჩემი სიცოცხლე და გლოვაში – წლები. ჩემი ცოდვების გამო შეირყა ჩემი ძალა და ძვლები ჩემი – გამოშრა. შერცხვენილი შევიქენი, ყველა ჩემი მტრის გამო ჩემი მეზობლების წინაშე და საფრთხობელად – ნაცნობთათვის; ამიტომ გამირბის, ვინც მხედავს ქუჩაში. მკვდარივით ამომიგდეს გულიდან; დამსხვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე.
ესაია 38:14
როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
იერემია 8:18-19
ჩემი მწუხარება უსაზღვროა, გული დამისუსტდა. აჰა, ისმის ჩემი ხალხის, ჩემი ასულის ტირილის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? აღარ არის იქ მისი მეფე? “რატომ გამაბრაზეს თავიანთი ქანდაკებებით, უცხო ქვეყნების კერპებით?”
იონა 2:1-2
და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან. ამბობდა: „გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!