ლუკას 2:1-3
იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
ლუკას 3:1
ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში,
მათეს 22:17-21
ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?” იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მიჩვენეთ სახარკო მონეტა.” და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?” უთხრეს მას: „კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა – ღმერთსა!”
იოანეს 19:12
ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება.”
საქმეები 11:28
წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, გამოაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.
საქმეები 18:2
და ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, იტალიიდან ახალდაბრუნებულნი, ვინაიდან კლავდიუსმა ბრძანა ყველა იუდეველი რომიდან გამოეძევებინათ, და მივიდა მათთან.
საქმეები 25:10-12
უთხრა პავლემ: „კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სადაც ჯერ არს ჩემი განკითხვა. იუდეველთათვის ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება. თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.” მაშინ ფესტოსი მოეთათბირა თავის საბჭოს და მიუგო: “კეისრის სამსჯავროს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.”
ფილიპელთა 4:22
მოგიკითხავს ყველა წმიდა და უფრო მეტად კეისრის სახლიდან.
2 ტიმოთეს 4:16-18
ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას. დამიხსნის უფალი ყოველი ბოროტისგან და დამიცავს თავისი ცათა სასუფევლისათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
საქმეები 25:21
მაგრამ, რადგან პავლემ მოითხოვა, რომ კეისრის განსახილველად დაეტოვებინათ, მეც ვბრძანე დაცვის ქვეშ ჰყოლოდათ, ვიდრე კეისარს გავუგზავნიდი.”
ლუკას 20:24
„მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?” თქვეს: კეისრისაო.
ლუკას 23:2
შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.”
იოანეს 19:15
მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!” ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, გარდა კეისრისა!”