მეორე რჯული 4:45
ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
მეორე რჯული 4:46
იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
ფსალმუნები 113:1
როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, იაკობის სახლი – უცხოენოვანი ხალხისგან,
იერემია 7:25
ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ.
დაბადება 15:14
და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.
გამოსვლა 11:8
ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.
გამოსვლა 12:41
ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
გამოსვლა 13:3
უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როდესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფლის მაგარი ხელით გამოხვედით იქიდან, არაფერი ჭამოთ საფუარიანი.
გამოსვლა 23:15
დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
რიცხვნი 23:1
უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი”.
მიქა 7:15
გიჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გიჩვენე, როცა გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან.
ანგია 2:5
სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას – სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!
საქმეები 7:7
მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
საქმეები 13:17
ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
ებრაელთა 3:16
ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?