ისრაელი, როგორც რჩეული ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

გამოსვლა 19:4-6
ხომ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს; არწივის ფრთებზე აგიყვანეთ და ჩემთან მოგიყვანეთ. ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”

ფსალმუნები 134:4
რადგან იაკობი ამოირჩია უფალმა, ისრაელი – თავის კუთვნილებად.

ესაია 41:8-9
შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა, რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: „ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.

ესაია 43:10
თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!

ესაია 44:1-2
„ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო. ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.

ესაია 45:4
იაკობის, ჩემი მსახურისა და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე სახელით; საპატიო სახელი მოგეცი, თუმცა არ მიცნობდი.

ამოსი 3:2
„მხოლოდ თქვენ ამოგარჩიეთ დედამიწის ყველა ტომიდან, ამიტომ მოგკითხავთ ყველა თქვენს ურჯულოებას.

რომაელთა 11:1-18
მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან. არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს: „უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”. მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”. ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე. მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”. და დავითიც ამბობს: „დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად, თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”. მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში. და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება – წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება. ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა. რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე? თუ ნათავარი წმიდაა, მაშ – ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ – რტოც. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.

Close
Close