ბიბლიის მუხლები თემაზე
იესო, როგორც დავითის ძე
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 1:1
წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.
-
მათეს 12:23
მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ,,ეს ხომ არ არის დავითის ძეო?
-
მათეს 15:22
და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: ,,შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.
-
მათეს 21:9
ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: ,,ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!
-
მარკოზის 10:48
ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს:,,დავითის ძეო, შემიწყალე!
-
მარკოზის 12:35
იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
-
იოანეს 7:42
განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?
-
რომაელთა 1:3
თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
-
2 ტიმოთე 2:8
გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.
-
გამოცხადება 5:5
და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: „ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.