ღვთიური დაყოვნებები – ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 12:2
როდემდე უფალო? ნუთუ სამუდამოდ დამივიწყებ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან?

ფსალმუნები 39:17
ხოლო მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ; მაგრამ უფალი ფიქრობს ჩემზე. შენა ხარ ჩემი დამხმარე და მხსნელი, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ!

ფსალმუნები 68:3
მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.

ფსალმუნები 118:82
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?”

იოანეს 11:5-7
იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე. როდესაც გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა. ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ავდგეთ და კვლავ იუდეაში წავიდეთ.“

იოანეს 11:21
მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.

იაკობის 5:7
ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის ადრეული და გვიანი წვიმების მოსვლას.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე.

დაბადება 15:16
მეოთხე თაობაში მობრუნდება შენი მოდგმა აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.“

3 მეფეთა 21:29
„ხედავ, როგორ მოდრკა ახაბი ჩემს წინაშე? და რაკი ასე მოიქცა, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.“

ეკლესიასტე 8:11
რაკი მსწრაფლ არ ისჯება ბოროტი საქმეები, ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ.

ესაია 48:9
ჩემი სახელის გულისათვის ვიცხრობდი რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებდი თავს, რომ არ მომესპე.

ლუკას 13:7-9
და უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა აცდენდეს მიწას?’ მან კი მიუგო და უთხრა: ‘ბატონო, წელსაც დატოვე, ძირს გამოვუბარავ და ნაკელს დავუყრი, იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მერე მოჭერი.’“

1 პეტრეს 3:20
ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღმერთის მოთმინება ჯერ კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული, გადაურჩა წყალს;