ღვთისკაცი ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 33:1
ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი სიკვდილის წინ.

ნეემია 12:36
და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.

3 მეფეთა 12:22
მაგრამ ღვთის სიტყვა გამო­ეცხადა შემაყიას, ღვთისკაცს:

4 მეფეთა 4:20-27
წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა. ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა. მოიხმო ქმარი და უთხრა: „გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”. ჰკითხა ქმარმა: „რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: „მშვიდად იყავი!” შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: „წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”. წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: „აგერ, ის შუნამელი ქალი. ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: „მშვიდობით”. როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.

4 მეფეთა 5:8
გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: „რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.

4 მეფეთა 5:15
დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: „აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.

4 მეფეთა 8:1-8
უთხრა ელისემ ქალს, რომლის ძეც გააცოცხლა: „ადექით, წადით, შენ და შენი სახლეული და იქ გაიხიზნეთ, სადაც მოგიხერხდებათ, რადგან შიმშილს მოუხმო უფალმა ამ მიწაზე და მოვიდა კიდეც შვიდი წლით”. ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყისამებრ მოიქცა; წავიდა თავისი სახლეულითურთ და ფილისტიმელთა ქვეყანაში მდგმურობდა შვიდ წელიწადს. დაბრუნდა ეს ქალი შვიდი წლის დამლევს ფილისტიმელთა ქვეყნიდან და მეფესთან მივიდა, რათა თავისი სახლი და მიწა გამოეთხოვა. ამ დროს გეხაზს ელაპარაკებოდა მეფე, ღვთისკაცის მსახურს: „მიამბე ყველა დიდი სასწაული, რომელიც ელისემ მოახდინაო”. ისიც უყვებოდა, მკვდარი რომ გააცოცხლა და, აჰა, სწორედ მაშინ მოვიდა ის ქალი, რომლის ძეც გააცოცხლა, თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. თქვა გეხაზმა: „მეფევ, ჩემო ბატონო! ესაა ის ქალი და ესაა მისი ძე, რომელიც ელისემ გააცოცხლა”. გამოჰკითხა ქალს მეფემ და მანაც უამბო. გააყოლა მას მეფემ ერთი მთავართაგანი ამ სიტყვებით: „დაუბრუნე ყველაფერი, რაც მისია და მისი მიწის მთელი მოსავალი, რაც ქვეყნის დატოვების დღიდან დღემდე იქნა მოწეული”. მივიდა ელისე დამასკოს და ავად იყო ბენ-ჰადადი, არამელთა მეფე. შეატყობინეს: „ღვთისკაცი მოვიდაო”. უთხრა მეფემ ხაზაელს: „ძღვენი აიღე ხელში, წადი, შეხვდი ღვთისკაცს და აკითხვინე უფალთან, თუ განვიკურნები ამ სნეულებისგან.

მსაჯულნი 13:6-8
მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი. მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”. ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.

2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

1 მეფეთა 2:27
მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?

1 მეფეთა 9:6-10
მიუგო მსახურმა: „აჰა, ღვთის კაცია ამ ქალაქში. პატივდებული კაცია: რასაც იტყვის, ყოველივე სრულდება. მოდი, მივიდეთ მასთან, იქნებ გვითხრას, რა გზას დავადგეთ”. უთხრა საულმა თავის მსახურს: „კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივართვათ იმ კაცს? პური გამოგველია ხურჯინში და არც სხვა საჩუქარი გვაქვს, რომ ღვთის კაცს მივუტანოთ; გვაქვს რამე?” ისევ მიუგო მსახურმა: „აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელთ, მივცემ ღვთის კაცს და გვაუწყებს ჩვენს გზას”. ძველად ისრაელში, როცა კაცი ღმერთთან კითხვით მიდიოდა, ასე ამბობდა: „მოდი, წავიდეთ მხილველთან”, რადგან ახლანდელ წინასწარმეტყველს მაშინ მხილველს უწოდებდნენ. უთხრა საულმა თავის მსახურს: „კეთილი, წავიდეთ”. და წავიდნენ იმ ქალაქისკენ, სადაც ეგულებოდათ ღვთის კაცი.

4 მეფეთა 23:16-18
მიბრუნდა იოშია და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო; გაგზავნა და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები და სამსხვერპლოზე დაწვა. ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წარმოთქვა ღვთისკაცმა, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები. იკითხა იოშიამ: „ეს რა ძეგლია, მე რომ ვხედავ?” უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა: „იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც წინასწარ განაცხადა ეს ამბები, შენ რომ დამართე ახლა ბეთელის სამსხვერპლოს”. თქვა: „მოასვენეთ, ნურავინ დასძრავს მის ძვლებს”. არ შეხებიან არც მის და არც იმ წინასწარმეტყველის ძვლებს, რომელიც სამარიიდან მოვიდა.

იერემია 35:4
მივიყვანე ისინი უფლის სახლში იგდალიას, ღვთის კაცის შვილის, ხანანის ძის ოთახში, რომელიც მთავართა ოთახთან იყო, მაყასეია შალუმის ძის, კარიბჭის დარაჯის, ოთახის ზემოთ.