ღვთის ზრახვები ბიბლიური ციტატები

ესაია 55:8-9
რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! — ამბობს უფალი; და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები — თქვენს ზრახვებზე.

ფსალმუნები 91:5
რაოდენ დიდია შენი საქმეები უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვანი.

ამოსი 4:13
რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.

მიქა 4:12
არ იცოდნენ ზრახვანი უფლისა და ვერ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, რადგან კალოზე ჩაფანტული ხორბალივით შეიკრიბნენ ისინი.

რომაელთა 11:34
რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?

1 კორინთელთა 2:16
ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!

ფსალმუნები 39:5
მრავალი სასწაული მოიმოქმედე უფალო, ღმერთო ჩემო; ჩვენს წინაშეა შენი სასწაულები და ზრახვანი — ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ მათზე, თუმცა ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.

ფსალმუნები 138:17
რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი.

ფსალმუნები 143:3
უფალო, რა არის კაცი, რომ იცნობ მას, ძე ადამისა, ყურადღებას რომ აქცევ?