ღვთის ყოვლისშემძლეობა ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 19:6
და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.

ეფესელთა 1:19
და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,

დანიელი 4:3
რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!

ესაია 43:13
უძველესი დროიდან იგივე ვარ და არავის შეუძლია ჩემი ხელიდან დახსნა; მოვიმოქმედებ და ვინ აღუდგება ჩემს ხელს?“

ესაია 14:27
რადგან გადაწყვიტა ცაბაოთ უფალმა და ვინ დაარღვევს? ხელი შემართა და ვინ შეაბრუნებს?

მათეს 19:26
გადახედა მათ იესომ და თქვა: „კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.

დაბადება 18:4
განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”

იობი 42:1-2
მიუგო იობმა უფალს: „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

ესაია 26:4-5
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი. რადგან მან დაამდაბლა მაღლა მცხოვრებნი, მიუწვდომელი ქალაქი. დაამხო მიწამდე, მტვრად აქცია.

ლუკას 1:37
ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.

საქმეები 26:8
დაუჯერებლად რატომ უნდა მიაჩნდეს ვინმეს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?

იერემია 32:27
„აჰა, მე ვარ უფალი, ყველა ხორციელის ღმერთი. განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?

მეორე რჯული 33:27
შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!