გამოსვლა 13:15
როცა ჯიუტობდა ფარაონი ჩვენი გამოსვლისას, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან ვიდრე პირუტყვის პირველმონაგებამდე. ამიტომ ვწირავ-თქო უფალს ყოველ მამრს, რომელიც გააღებს საშოს და გამოვისყიდი ჩემს ყოველ პირმშოს.
ეზეკიელი 7:19
თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
ეზეკიელი 14:7
ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!
ეზეკიელი 14:3
ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?
ეზეკიელი 14:4
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!
რიცხვნი 32:9
მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
ეზრა 4:4
ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.
რომაელთა 1:13
მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
რომაელთა 15:22
ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
1 თესალონიკელთა 2:16
წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
1 თესალონიკელთა 2:18
ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.