ებრაელთა 6:12
რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
გამოცხადება 2:4-5
მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
4 მეფეთა 10:31
მაგრამ გულმოდგინედ არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს, არ განშორებია იგი იერობყამის ცოდვებს, რითაც ისრაელი აცდუნა.
2 ნეშტთა 20:33
თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხსაც ბოლომდე არ მიუმართავს გული თავიანთი მამების ღმერთისკენ.
2 ნეშტთა 25:2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მთელი გულით.
იერემია 3:10
და მაინც არ მოიქცა ჩემსკენ წრფელი გულით იუდა, მისი მოღალატე და, არამედ მხოლოდ თვალთმაქცურად მოიქცა, – ამბობს უფალი.
ოსია 10:2
გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან – ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.
2 ნეშტთა 29:11
ჩემო ძეებო, ნუ იქნებით დაუდევარნი! რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა მის წინაშე მდგარიყავით, გემსახურათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით”.
იგავნი 18:9
თავის საქმეში დაუდევარი დამაქცევლის ძმაა.
იგავნი 21:5
ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, დაუდევარი კი გაღატაკდება.
იერემია 48:10
წყეულიმც იყოს, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს! წყეულიმც იყოს, ვინც თავის მახვილს სისხლისგან აკავებს!
გამოცხადება 3:15-16
ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.