ღმერთზე დაყრდნობა ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 30:6
უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: „გთხოვ, მომიტანე ეფოდი”. და მიუტანა აბიათარმა დავითს ეფოდი.

2 ნეშტთა 14:11-12
მოუხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს და თქვა: „უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას!”  შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.

2 ნეშტთა 16:7
მივიდა იმ დროს ხანან მხილველი ასასთან, იუდას მეფესთან და უთხრა: „რადგან არამელთა მეფეს დაეყრდენ და არა უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ გადაურჩა არამელთა მეფის ლაშქარი შენს ხელს.

ფსალმუნები 5:3
უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.

ფსალმუნები 9:9
უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.

ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.

ფსალმუნები 36:5
ღმერთს მიანდე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის განგამტკიცებს, არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.

ფსალმუნები 61:7
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; ღმერთია ჩემი სიმაგრე და თავშესაფარი.

ფსალმუნები 68:16
მიპასუხე უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.

ფსალმუნები 72:23-25
და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.  შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.  ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.

ფსალმუნები 93:22
მაგრამ უფალია ჩემი სიმაგრე, ღმერთია ჩემი თავშესაფრის კლდე.

ფსალმუნები 120:2
ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა.

ფსალმუნები 129:6
სული ჩემი მოელის უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი დილას, დიახ, ვიდრე გუშაგი დილას.

ესაია 26:4
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერ

ესაია 41:13
რადგან მე, უფალი – შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი!

ლუკას 12:22-28
უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ დარდობთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის – რით შეიმოსოთ.  რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე.  ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?  რომელ თქვენგანს შეუძლია, დარდით ერთი საათი მაინც შემატოს თავის სიცოცხლეს?  მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღად დარდობთ?  დაუკვირდით შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც ჯაფა აქვთ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.  თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასეთნაირად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,

ებრაელთა 13:5-6
ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.  ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”

1 პეტრეს 5:6-7
მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ. თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.