ღმერთთან მიახლოება – ბიბლიური ციტატები

იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო.

გამოსვლა 24:1-2
და მოსეს უთხრა: ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და თაყვანი მეცით შორიდან. და მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოყვეს მას.”

გამოსვლა 20:19-20
და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.” და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, რადგან ღმერთი მოვიდა, რომ გამოგცადოთ თქვენ, რომ მისი შიში იყოს თქვენს წინაშე, რათა არ შესცოდოთ.”

ესაია 55:1-3
წყლებთან მოდით მწყურვალნო! თქვენც უვერცხლონო, მოდით, მიიღეთ საჭმელი და ჭამეთ. მოდით და მიიღეთ ღვინო და რძე უვერცხლოდ და უსასყიდლოდ. რატომ უწონით ვერცხლს იმაში, რასაც პურს ვერ დაარქმევ? რატომ აძლევთ თქვენი კირთებით ნაშოვნს იმაში, რაც მაწიერი არ არის? მე თუ მომისმენთ, ნუგბარს შეჭამთ, და სიმსუყეში განცხრება თქვენი სული. ყური მომაპყარით და მოდით ჩემთან, მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული; და დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, როგორც სარწმუნო წყალობას, დავითს რომ აღვუთქვი.

ლევიანნი 21:21
არავინ აარონ მღვდლის მოდგმიდან, ხინჯის მქონე, არ მიეახლოს უფლის საცეცხლო მსხვერპლთა შესაწირად; ხინჯიანია ის, არ მიეახლოს თავისი ღმერთისთვის პურის შესაწირად.

ესაია 55:6-7
ეძიეთ უფალი, ვიდრე შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ მას, სანამ ახლოსსა. დატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ცოდვილმა – თავისი ზრახვები; დაუბრუნდეს უფალს და ის შეიწყალებს მას; მიუბრუნდეს ჩვენს ღმერთს, რადგან მრავალმოწყალეა ის.

ფსალმუნები 64:4
ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოებში! გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით!

სოფონია 3:1-2
ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს! ხმას არ უსმინა, არ შეიგონა, უფალს არ ესავდა, თავის ღმერთს არ მიეახლა.

იერემია 2:30-31
ამაოდ ვგვემდი თქვენს ძეთ, ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა. ბოროტო მოდგმავ, შეიგონე უფლის სიტყვა: განა უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის? განა წყვდიადის ქვეყანა ვიყავი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფლები ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

იერემია 31:6
რადგან დადგება დღე, როცა ეფრემის მთაზე დაიძახებენ გუშაგნი: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან!

ოსია 3:4-5
რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უმთავროდ, უმსხვერპლოდ და სამსხვერპლოს გარეშე; უეფოდოდ და უთერაფიმოდ, მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.

მიქა 6:6-8
რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ? ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მალაქია 3:7
თქვენი მამების დღეებიდან მოყოლებული არღვევდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცით ჩემსკენ და მეც მოვიქცევი თქვენსკენ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?

ებრაელთა 7:9
ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.

ებრაელთა 10:19-22
ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს გაბედულება წმიდაში შესვლისა იესოს სისხლის მეშვეობით, ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი, თავისი ხორცით, და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.