ღმერთო გვაპატიე! ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32:32
ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე.“

რიცხვნი 14:19
გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.“

ფსალმუნები 78:9
გვიშველე, ჩვენი ხსნის ღმერთო, შენი სახელის სადიდებლად გადაგვარჩინე და შენი სახელის გამო შეგვინდე ჩვენი ცოდვები.

გამოსვლა 34:9
თქვა: „ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ.“

3 მეფეთა 8:30
მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.

3 მეფეთა 8:34
ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.

3 მეფეთა 8:36
ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.

3 მეთა 8:50
შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.

3 მეფეთა 8:39
ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;

ფსალმუნები 24:11
შენი სახელისთვის შემინდე დანაშაული, უფალო, რადგან დიდია იგი.

ფსალმუნები 50:9
სახე აარიდე ჩემს შეცდომებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.

ფსალმუნები 50:1
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

ფსალმუნები 24:18
შეხედე ჩემს უბედურებას და ტანჯვას და მაპატიე ჩემი ყველა შეცოდება.

ფსალმუნები 18:12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.

ფსალმუნები 24:7
ჩემი სიჭაბუკის ცოდვებსა და ბრალს ნუ გაიხსენებ; შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით გამიხსენე უფალო.

4 მეფეთა 5:18
ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს.“

ლუკას 23:34
თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ.“ წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

საქმეები 7:60
მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას.“ ეს თქვა და განისვენა.

დანიელი 9:19
უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს.“

ამოსი 7:2
და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი.

მათეს 6:12
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;

ლუკას 11:4
და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“