დაბადება 3:8
მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
დაბადება 3:10
მიუგო ადამმა: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე.
ესაია 6:8
როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
გამოსვლა 19:9
უთხრა უფალმა მოსეს: მოვალ შენთან სქელი ღრუბლით, რათა მოისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და გერწმუნოს სამუდამოდ. და ამცნო მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
მეორე რჯული 5:23
როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;
მეორე რჯული 4:33
თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
მეორე რჯული 4:36
ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
მეორე რჯული 4:12
და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
რიცხვნი 7:89
და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.
ეზეკიელი 43:6
გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან; კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
დანიელი 10:9
მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.
ესაია 64:4
არ სმენიათ ძველთაგან, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უნახავს ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს მასზე დაიმედებულთ.
დანიელი 8:16
მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა.
ებრაელთა 3:7
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
ებრაელთა 3:15
ვიდრეღა ითქმის: დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას.
ებრაელთა 4:7
კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.
ებრაელთა 3:16
ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
2 პეტრეს 1:18
და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.