მთავარითემები „ღ"ღმერთი ხედავს მართალს

ღმერთი ხედავს მართალს

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 32:18
    აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
  2. ფსალმუნები 33:15
    უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
  3. 1 პეტრეს 3:12
    რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
  4. იობი 36:7
    თვალს არ მოაშორებს მართლებს, აღამაღლებს მათ და მეფეთა ტახტზე დასვამს სამარადისოდ.
  5. ეზრა 5:5
    მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
  6. ზაქარია 12:4
    იმ დღეს – ამბობს უფალი – დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ – შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.
  7. იერემია 24:6
    მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
  8. მათეს 6:4
    რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
  9. მათეს 6:6
    შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
  10. მათეს 6:18
    რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close