დაბადება 3:14
უთხრა უფალმა ღმერთმა გველს:„რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
დაბადება 3:17
უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!“
დაბადება 5:29
უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე.“
დაბადება 8:21
იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: „აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
დაბადება 12:3
ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი“
იგავნი 3:33
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
იგავნი 22:14
ღრმა ორმოა უცხო ქალის პირი, უფლის მიერ შერისხული ჩავარდება შიგ.
მალაქია 2:2
თუ არ შეისმენთ და გულს არ დაუდებთ, რომ პატივი სცეთ ჩემს სახელს – ამბობს ცაბაოთ უფალი – მაშინ დავუშვებ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევას; აკი ვწყევლი კიდეც, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი მცნება.
ესაია 24:6
ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.
გოდება იერემიასი 3:65
გული დაუბნელე მათ, უფალო; შენი წყევლა იყოს მათზე.
მალაქია 3:14
წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! – ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.
მალაქია 4:6
და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!
ებრაელთა 6:8
ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი; მისი ბოლო დაწვაა.
რომაელთა 9:3
ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო,
მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.
მეორე რჯული 28:16-19
წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში. წყეული იქნება შენი კალათა და გობი. წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა. წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.