მათეს 28:19
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
2 კორინთელთა 13:14
უფალ იესო ქრისტეს მადლი, ღვთის სიყვარული და სულიწმიდის ზიარება ყველა თქვენგანს, ამინ!
ესაია 48:16
მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.
იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
დაბადება 11:7
დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს”.
ესაია 6:8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”
ესაია 6:3
გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”
გამოცხადება 4:8
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: “წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
მათეს 3:16
მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.
ეფესელთა 4:4-6
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.