ფსალმუნები 102:6
სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის.
ფსალმუნები 145:7
აღასრულებს სამართალს ჩაგრულთათვის, საზრდოს აძლევს დამშეულთ, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს.
ფსალმუნები 35:10
სიკეთე გადმოღვარე მათზე, ვინც შენ გიცნობს და სიმართლე – გულით მართლებზე.
ლუკას 18:7
მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
ფსალმუნები 4:1
მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
2 თესალონიკელთა 1:6
ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
ფსალმუნები 142:10
უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
ფსალმუნები 88:16
შენი სახელით ილხენენ მთელ დღეს და შენი სიმართლით მაღლდებიან.
დანიელი 9:16
უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
მიქა 7:9
უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
რომაელთა 3:25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,