ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი იძლევა გაგებას
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იობი 32:8
მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
-
2 ტიმოთეს 2:7
დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
-
იგავნი 28:5
ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.
-
ფსალმუნები 110:10
უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
-
ფსალმუნები 118:144
მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.
-
ფსალმუნები 118:104
შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
-
ფსალმუნები 118:130
სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს.
-
დანიელი 5:11
არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.
-
დანიელი 2:30
მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
-
დანიელი 9:22
შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
-
1 კორინთელთა 2:12
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
-
კოლასელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
-
ფსალმუნები 118:99
ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენს მოწმობებზე ვფიქრობ.
-
ფსალმუნები 118:100
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს წესებს ვინახავ.