ფსალმუნები 5:11
გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
ფსალმუნები 30:2
ყური მომაპყარ, იჩქარე ჩემი გადარჩენა, თავშესაფარი კლდე იყავ ჩემთვის, სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
ესაია 31:5
ჩიტივით დასტრიალებს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს დასაცავად – გამოიხსნის და დაიფარავს, დაინდობს და გადაარჩენს.
ესაია 37:35
მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემთვის და ჩემი მსახურის დავითისთვის.
ზაქარია 9:15
ცაბაოთ უფალი დაიცავს მათ, გაანადგურებენ და გათელავენ შურდულის ქვებს. დალევენ და მთვრალი კაცებივით აყიჟინდებიან ბრძოლაში; თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს რქებივით.
ზაქარია 12:8
იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის უძლური დავითივით იქნება, ხოლო დავითის სახლი ღმერთივით იქნება, როგორც ანგელოზი უფლისა მათ წინაშე.
ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.
ფსალმუნები 88:18
რადგან უფალია ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა – მეფე ჩვენი.
ფსალმუნები 93:22
მაგრამ უფალია ჩემი სიმაგრე, ღმერთია ჩემი თავშესაფრის კლდე.
ფსალმუნები 7:10
ღმერთია ჩემი ფარი, ის იხსნის გულმართლებს.
ფსალმუნები 117:14-18
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, ხსნა არის იგი ჩემთვის. სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. მკაცრად დამსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცა.