ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი აკურთხებს
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 66:6
მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
-
ფსალმუნები 66:7
დაე, გვაკურთხოს ღმერთმა და დედამიწის კიდით-კიდემდე ეშინოდეთ მისი.
-
ფსალმუნები 5:12
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.
-
იგავნი 3:33
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა სამკვიდრებელს კი აკურთხებს.
-
იგავნი 10:6
მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
-
ფსალმუნები 20:3
კეთილი კურთხევით შეეგებე, თავზე წმიდა ოქროს გვირგვინი დაადგი.
-
ფსალმუნები 20:6
რადგან სამუდამო კურთხევა დაუდგინე, შენ წინაშე ყოფნით გაახარე.
-
რიცხვნი 24:1
იხილა ბილყამმა, რომ ისრაელის კურთხევა სურდა უფალს და არ შეუდგა წინანდებურად მისნობას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
-
რომაელთა 15:29
ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
-
1 პეტრე 3:9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
-
რიცხვნი 22:12
უთხრა ღმერთმა ბილყამს: „არ წაჰყვე მათ და არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულია იგი.
-
ფსალმუნები 106:38
აკურთხებს მათ, გამრავლდებიან ფრიად და არ შეამცირებს მათ პირუტყვს.
-
ფსალმუნები 64:10
მის კვლებს არწყულებ და ბელტებს ასწორებ, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, აკურთხებ მის აღმონაცენს.
-
ებრაელთა 6:7
ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
-
ესაია 65:23
ამაოდ არ იშრომებენ და შფოთისთვის არ გააჩენენ, რადგან უფლის მიერ კურთხეული თესლის არიან და მათი შთამომავალიც მათთან ერთად.