ღაღადი ღვთის წინაშე – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 2:23-24
გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა. და აკვნესდნენ ისრაელიანები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი გოდება ღმერთს. და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისააკისა და იაკობის მიმართ.

გამოსვლა 17:3-4
და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი საქონლის წყურვილით დასახოცად?“ და შეღაღადა მოსემ უფალს: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.“

მსაჯული 3:9
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთნიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.

1 მეფეთა 7:9
აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და უსმინა მას უფალმა.

3 მეფეთა 17:20-22
და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“ და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“ და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი.

1 ნეშტთა 5:20
შეწევნა მიიღეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგარიანელები, მთელი მათი სარჩო-საბადებლითურთ, რადგან ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მასზე იყვნენ მინდობილნი.

ნეემია 4:4
ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან დასაცინი და შეურაცხნი გავხდით! მათი ლანძღვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში!

2 ნეშტთა 14:11
და უხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე, უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლებს კაცი!

ფსალმუნები 33:6
აგერ გლახაკმა მოუხმო მას და უფალმა ისმინა მისი და ყველა გასაჭირისგან იხსნა იგი.

ფსალმუნები 60:2
ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეღ!

გოდება იერემიასი 2:18
მათი გული უფალს შეჰკივის, სიონის ასულის გალავანო, ჩამოადინე ცრემლები მდინარესავით დილით და ღამით; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეწყდება ცრემლი შენი თვალის გუგაზე.

მათეს 27:46
მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: “ელი, ელი! ლამა საბაქთან?” რაც ნიშნავს: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”

Close
Close