ბიბლიის მუხლები თემაზე
ფიზიკური მადა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
რიცხვნი 11:6
და ახლა ჩვენი სული ჩამოხმა, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.
-
იგავნი 6:30
არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ იპარავს გაძღომისათვის, როდესაც მშიერია.
-
ფსალმუნები 106:5-9
შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ,- დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით!
-
იგავნი 16:26
მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
-
ესაია 29:8
იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.
-
იერემია 31:25
რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.
-
იერემია 50:19
და დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვარზე და დამწყესავს ის ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გილყადის ბორცვებზე გაძღება მისი სული.
-
გოდება იერემიასი 2:12
დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.