1 იოანეს 5:21
შვილებო! დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ.
ეფესელთა 5:22
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
დაბადება 1:26-27
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“ და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
დაბადება 2:24
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.
1 იოანეს 5:19
ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს.
საქმეები 17:30-31
მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების ხანა და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. რადგან მან დაადგინა დღე, როდესაც სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას წინასწარ განწესებული კაცის მეშვეობით. და ყველას მისცა მოწმობა, როდესაც იგი მკვდრეთით აღადგინა.“
საქმეები 2:40
და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“
დაბადება 1:1
დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა.
იუდა 1:7
ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი.
ფსალმუნები 103:5
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.
იობი 38:4
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
მარკოზის 16:15
და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.