ბუნება ბიბლიის მუხლები

იოანეს 1:3
ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

იობი 12:7-10
ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, ცის ფრინველს და ის გეტყვის. გაესაუბრე მიწის მცენარეებს და ისინი გასწავლიან, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის მათ შორის, რომ უფლის ხელმა შექმნა ეს ყველაფერი? მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.

ფსალმუნები 88:11
შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.

ესაია 45:12
მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე; ჩემმა ხელებმა, გარდაართხეს ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.

ფსალმუნები 144:5
შენს დიად მშვენებას, შენს დიდებას, შენს საოცარ საქმეებს დავუკვირდები.

ფსალმუნები 95:11-12
გამხიარულდნენ ცანი და ილხინოს ქვეყანამ; იხმაუროს ზღვამ და სავსებამ მისმა.12     გაიხაროს ველმა და ყოველმა, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტყისანი

დაბადება 9:1
და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, და უთხრა: „მოშენდით, იმრავლეთ და აავსეთ მიწა.

ფსალმუნები 94:4-5
მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთიც მის ხელთა ქმნილებაა.

იობი 37:14-18
ყურად იღე ეს, იობ, დადექ და დააკვირდი ღვთის სასწაულებს. იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოასხივებს ელვას თავისი ღრუბლიდან? იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები, რომელთაც იქმს ცოდნაში სრული? რა ახურებს შენს სამოსს, როცა ქვეყანა ირინდება სამხრეთის ქარში? შეგიძლია განფინო ცანი მასავით, მტკიცე, სარკესავით ჩამოსხმული?

ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, მის ხელთა საქმეებს გვამცნობს სამყარო.

რომაელთა 1:20
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.

ფსალმუნები 103:24-25
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი ქმნილებებით. ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, ცხოველნი – მცირენი დიდებთან ერთად.

იერემია 27:5
მე შევქმენი ეს ქვეყანა და ადამიანი და პირუტყვი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ჩემი დიდი ძალით და აღმართული მკლავით, და მივეცი მათ, ვინც ღირსად ჩავთვალე.

საქმეები 4:24
მათ რომ მოუსმინეს, ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს და თქვეს: „ღმერთო, შემოქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;

ესაია 43:20
თვით ველის მხეცნიც კი განმადიდებენ – ტურები და სირაქლემები, როცა მივუშვებ უდაბნოში წყალს და ტრამალებზე წყლის ნაკადებს ამოვახეთქინებ, რათა წყალი ვასვა ჩემს რჩეულ ხალხს.

ესაია 24:4-6
გლოვობს, იღუპება ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყნიერება, იღუპებიან ქვეყნის ძლიერნი. დედამიწა შეიბილწა მის მკვიდრთა მიერ, რადგან გადაუხვიეს რჯულს, შეცვალეს წესი, დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლა ჭამს დედამიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ ქრებიან ქვეყნის მკვიდრნი, სულ ცოტაღა დარჩა ხალხი.

გამოცხადება 11:18
და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.“