ეზეკიელი 3:19
მაგრამ თუ შენ აფრთხილებდი ბოროტს და ის არ მოიქცა თავისი ბოროტებიდან და თავისი ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი.
იოანეს 8:21
და კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში მოკვდებით. სადაც მე მივდივარ, იქ თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას.“
იგავნი 11:7
ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.
იერემია 34:5
მშვიდობაში მოკვდები და, როგორც სწვავდნენ სურნელებას შენი მამებისათვის, პირვანდელი მეფეებისათვის, რომლებიც შენზე წინ იყვნენ, ისე დაწვავენ შენთვისაც და ვაი, ბატონოო, დაგატირებენ, რადგან მე წარმოვთქვი ეს სიტყვა,’” – სიტყვა უფლისა.
რიცხვნი 16:32
და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება.
2 მეფეთა 18:9-10
და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. აბესალომი ჯორზე ამხედრებული გარბოდა. როცა ჯორმა ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გაირბინა, აბესალომი თმებით წამოედო მუხის ტოტებს და ჰაერში დარჩა ტოტებზე ჩამოკიდებული, ჯორი კი გაიქცა. ეს დაინახა ერთმა კაცმა და იოაბს შეატყობინა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებულიო.
2 ნეშტთა 36:11-13
ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. უკუღმართად იქცეოდა უფლის, თავისი ღმერთის, თვალში. არ მოდრკა იგი იერემია წინასწარმეტყველის წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას ეუბნებოდა. განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორსაც, რომელმაც ღმერთზე დააფიცა. გაიფიცხა ქედი და გული არ მოილბო უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ, მოსაქცევად.
იობი 21:13
კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს.
იგავნი 29:1
კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება.
იობი 7:19-21
სანამდე არ მომაშორებ მზერას? სანამდე არ მომშორდები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო? მე თუ ცოდვა ჩავიდინე, შენ რა დაგიშავე, ადამიანის მცველო? რად დამსვი შენს სამიზნედ და რად შევიქენ ტვირთად ჩემი თავისთვის? რატომ არ შემინდობ ცოდვას? და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწა-მტვერში ვწვები. ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!”
ფსალმუნები 72:19
როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
ლუკას 12:19-21
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.”