იაკობის 1:18
მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
1 პეტრეს 1:23
როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ.
ფსალმუნები 118:50
ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.
ფსალმუნები 118:130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
ფსალმუნები 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.
ეფესელთა 5:26
რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით.
იოანეს 20:31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
ფსალმუნები 118:49
გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე!
რომაელთა 15:4
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
მეორე რჯული 17:19-20
და თავისთან იქონიოს და იკითხოს იგი მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს წესები. რათა არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში იგი და მისი ძენი, ისრაელის წიაღში.
იოანეს 15:3
თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.
ფსალმუნები 118:9
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ!
ფსალმუნები 16:4
ადამიანურ მოქმედებაში, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად,
მეორე რჯული 8:3
და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.
მათეს 4:4
ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’”
1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
საქმეები 20:32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყველა განწმედილთან ერთად.
1 კორინთელთა 10:11
ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ სოფლის აღსასრულს.
ფსალმუნები 118:82
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?”
ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.