ეკლესიასტე 3:1-8
ყოველივეს თავისი დრო და ყოველ საგანს თავისიჟამი აქვს ცის ქვეშ: ჟამი დაბადებისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა; ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა; ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა; ჟამი ქვათა სროლისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისგან განშორებისა; ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა; ჟამი რღვევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
ეკლესიასტე 7:16
ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად – რად უნდა იყო შეწუხებული?
2 პეტრეს 3:17
თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
ეფესელთა 5:15
მაშ, ფრთხლად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
იგავნი 11:1
მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.
მათეს 6:33-34
თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.
ფილიპელთა 4:8
აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.
ებრაელთა 13:5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
ფილიპელთა 4:11
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს.
1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.