ბიბლიის მუხლები თემაზე
ადამიანის ფიქრები
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 93:11
უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.
-
ესაია 66:18
ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები. მოდის ჟამი ყველა ერისა და ყველა ენის შეკრებისა, მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
-
ეზეკიელი 11:5
გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.
-
ფსალმუნები 138:2
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
-
ფსალმუნები 138:23-24
გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები. ნახე, ზიანის მომტან გზაზე ხომ არ ვდგავარ და მარადიულ გზაზე წამიძეხი.
-
იგავნი 16:9
კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
-
მათეს 12:25
იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
-
ლუკას 2:35
და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი”.
-
ლუკას 5:22
იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: „რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში?
-
ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
-
გამოცხადება 2:23
სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.