ადამიანის ემოციები ბიბლიის მუხლები

დაბადება 42:28
უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია! გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა?

იესო ნავეს ძე 2:11
მოვისმინეთ და შედრკა ჩვენი გული, აღარავის შერჩა მხნეობა, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა დედამიწაზე.

1 მეფეთა 4:13
მივიდა და, აჰა, ზის ყელი თავის სკამზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უთრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მივიდა ის კაცი ქალაქში და მოყვა, რაც მოხდა; და გლოვა გამართა მთელმა ქალაქმა.

ფსალმუნები 17:45
უცხოელები შეშინდებიან და აკანკალებულნი გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.

იგავები 12:25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.

ესაია 19:3
სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;

ნეემია 2:2
მკითხა მეფემ: რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა! და ძალზე შევშინდი.

ფსალმუნები 21:14
წყალივით დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს შინაგანში.

იგავები 17:22
მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.

ეკლესიასტე 5:20
რადგან დიდხანს არ ემახსოვრება მას თავისი სიცოცხლის დღეები, ვინაიდან ღმერთი სიხარულით უვსებს გულს.

ქებათა-ქება 3:11
გამოდით და შეხედეთ სიონის ასულნო, მეფე სოლომონს და გვირგვინს, რომლითაც შეამკო იგი დედამისმა ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.

საქმეები 14:17
თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.

მათეს 9:2-22
და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა, ეს კაცი ღმერთს გმობსო. იესომ კი იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა: რატომ ფიქრობთ ბოროტს თქვენს გულში?  რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას ამ ქვეყნად ცოდვების მიტევების ძალაუფლება აქვს – მიუბრუნდა და უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში! ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.  ამის შემყურე ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს. იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: გამომყევი. ისიც წამოდგა და გაჰყვა. მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან.  ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად? იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.  მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? უთხრა მათ იესომ: განა შეიძლება გლოვობდნენ მექორწილეები, ვიდრე მათთან არის ნეფე? მაგრამ დადგება დღე, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან ახლად დაკერებული მაინც მოიხევა სამოსელისგან და უარესად დაიხევა. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება. ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს. წამოდგა იესო და მოწაფეებთან ერთად გაჰყვა მას. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.

იოანე 14:1
ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანე 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს