თვითგანდიდება ბიბლიური ციტატები

იგავნი 17:19
დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.

იგავნი 25:6
მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,

იგავნი 25:27
არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.

ესაია 14:13-15
გულში ამბობდი: „ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე. ღრუბლებს ზემოთ ავმაღლდები, უზენაესს დავემსგავსები!” თუმცაღა ქვესკნელში იქნები ჩაგდებული, შავეთის ჯურღმულებში.

ესაია 47:10
შენი ბოროტმოქმედების იმედი გქონდა; ამბობდი: ვერავინ მხედავსო. შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გაგრყვნა, გულში ამბობდი: მე ვარ და ჩემს გარდა არავინააო!

ეზეკიელი 28:2-8
„ძეო კაცისავ! ტვიროსის მთავარს უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთების საკრებულოში ვზივარ შუაგულ ზღვაშიო! შენ კი კაცი ხარ და არა ღმერთი და გულით ღმერთის გულს ეტოლები. აჰა, შენ ფიქრობ, რომ დანიელზე ბრძენი ხარ და არავითარი საიდუმლო არაა შენთვის დაფარული. შენი სიბრძნითა და გონიერებით დააგროვე ქონება და ოქრო-ვერცხლი შენს საგანძურებში. შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე, ამიტომ, აჰა, გამოვიყვან შენზე უცხოებს, ხალხთაგან უსასტიკესთ, იშიშვლებენ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ შენს ბრწყინვალებას.8საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები შუაგულ ზღვაში დაფლულთა სიკვდილით.

ეზეკიელი 31:10
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტანით გამაღლდა, ღრუბლებს მისწვდა მისი კენწერო და თავისი სიმაღლით გადიდგულდა,

აბდია 1:4
არწივივით მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც დაგცემ ძირს! – ამბობს უფალი.

მარკოზის 10:37
მათ უთხრეს: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში”.

იობი 12:3
მეც თქვენსავით მაქვს გონება და არც მე ვარ თქვენზე ნაკლები ვინ არ იცის ეს ყოველივე?

ეზეკიელი 31:10-14
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტანით გამაღლდა, ღრუბლებს მისწვდა მისი კენწერო და თავისი სიმაღლით გადიდგულდა, ხალხთა მძლეველს ჩავუგდებ ხელში და ის გაუსწორდება. მისი ბოროტების გამო გავაძევებ. მოკვეთეს იგი უცხოებმა, სასტიკებმა ხალხთა შორის და მიატოვეს; ყოველ მთაზე და ყოველ ხევში ჩაიყარა მისი ტოტები და ქვეყნის ყველა მდინარეში ჩაილეწა მისი რტოები; მისი ჩრდილიდან გამოვიდა ქვეყნის ყველა ხალხი და მიატოვეს იგი. მის ნანგრევებზე დაბინავდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს შეაფარებს თავს მინდვრის ყოველი მხეცი. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ აღმართოს კენწერო ღრუბლებზე მაღლა; აღარ აღიმართონ კარგად დარწყულებული ძლიერი ტოტები სიმაღლეში, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცნენ ქვეშეთში საფლავად ჩასულ კაცთა ძეებს შორის.

ლუკას 14:7-11
როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი: „თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს. როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე. რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება”.

2 კორინთელთა 10:5
მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

გალატელთა 6:3
ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს.

2 თესალონიკელთა 2:4
წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

ესაია 72:9
ზეცის წინააღმდეგ დააღეს პირები, მათი ენები კი დედამიწაზე დაიარება.