გოდება იერემიასი 3:22-23
რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
ფსალმუნები 5:3
უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
ესაია 33:2
უფალო, შეგვიწყალე! შენ გელოდით, მათი მკლავი იყავი დილაობით და ჩვენი მხსნელი გაჭირვების ჟამს.
სოფონია 3:5
სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.
ესაია 50:4
უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
გამოსვლა 36:3
და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
იერემია 21:12
სახლო დავითისა! ასე ამბობს უფალი: დილიდან სამართლიანად განიკითხეთ და იხსენით მძარცველის ხელით გაძარცვული, თორემ ცეცხლივით აღიგზნება ჩემი მრისხანება თქვენი ბოროტი საქმეების გამო, აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი.
ფსალმუნები 100:8
ყოველ დილით მოვსპობ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ ამოიძირკვოს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
გამოსვლა 16:19-21
უთხრა მათ მოსემ: „ნურავინ მოიტოვებს ნარჩენებს დილამდე”. მაგრამ არ ისმინეს მოსესი და ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე დაიტოვეს; დაეხვია ნარჩენებს მატლი და ამყრალდა. და განურისხდა მათ მოსე. და აგროვებდნენ დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
1 ნეშტთა 23:30
დილა-საღამოს უფლის წინაშე ფეხზე დგომით, მადლიერებასა და ქება-დიდებაზე;