ვალის გადახდა ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 36:21
ბოროტი სესხულობს და არ იხდის, მართალი კი მოწყალეა და გასცემს.

რომაელთ 13:8
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.

რომაელთ 13:7
ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

იგავნი 3:27-28
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება, ნუ ეტყვი მოყვასს: “წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.

ეკლესიასტე 5:5
ამიტომ, სჯობია არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.

იგავნი 22:27
რადგან თუ ვერ გადაიხდი, ქვეშაგებსაც კი გამოგაცლიან ძირიდან.

გამოსვლა 22:14
თუ კაცი მოყვასისაგან პირუტყვს ინათხოვრებს და პატრონის იქ არ ყოფნისას დაუშავდება ან მოუკვდება, მაშინ უსათუოდ უნდა ზღოს;

მათეს 22:17-21
ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”  იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო? მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი. ჰკითხა მათ: “ვისია ეს სახე და წარწერა?”  თქვეს: „კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა!”

Close
Close