უთანხმოებები – ბიბლიური ციტატები

ფილიპელთა 4:2
ევოდიას მოვუწოდებ და სვინტიქეს მოვუწოდებ, ერთი ფიქრი ჰქონდეთ უფალში.

მარკოზის 9:33-35
მივიდნენ კაპერნაუმში და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე დაობდით გზაში?“ ისინი დუმდნენ, რადგან გზაში ერთმანეთში დაობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „ვისაც სურს, რომ იყოს პირველი, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“

მათეს 5:22-25
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

ლუკას 9:46-48
ერთი საფიქრალი გაუჩნდათ მათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის? იესომ, რომელიც ხედავდა მათი გულის საფიქრალს, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა. უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს წარმომგზავნელსაც მიიღებს. ხოლო ვინც უმცირესია ყველა თქვენს შორის, ის არის დიდი.“

ეფესელთა 4:31-32
ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.

ამოსი 3:3
თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?

1 კორინთელთა 6:5-7
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს სამართალი დაამყაროს თავის ძმებს შორის? მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე! ისიც უკვე ძალიან სამარცხვინოა თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ, რომ ნაწყენი დარჩეთ? რატომ არ არჩევთ, რომ დაზარალებული დარჩეთ?

1 კორინთელთა 1:11-13
რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმებო, ქლოეს ახლობელთაგან, რომ დავაა თქვენს შორის. მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?

ლუკას 12:58-59
როდესაც შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგათრიოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ გადაგცეს მოხელეს და მოხელემ არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ მწვლილს არ გადაიხდი.“

2 ტიმოთეს 2:14
ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად.

1 კორინთელთა 6:1
როგორ ბედავს რომელიმე თქვენგანი, როდესაც თავისიანთან დავა აქვს, სამართლის ძიებას ურჯულოებთან და უწმიდურებთან?

რომაელთა 14:1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ.

იგავნი 17:14
დავის დასაწყისი წყლის გადმოხეთქვას ჰგავს; შეწყვიტე დავა, ვიდრე გაჩაღდება.

იგავნი 20:3
შუღლის აღკვეთა ღირსეული საქციელია, სულელი კი შფოთის ამტეხია.

იგავნი 26:17
რაღა კაცი, რომელმაც ძაღლს ყურებში წაავლო ხელი და რაღა სხვის ჩხუბში ჩარეული.

რომაელთა 14:19
მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება.

რომაელთა 16:17-18
შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.

რომაელთა 15:5
ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.

2 კორინთელთა 12:20
ვინაიდან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, გიპოვით თქვენ არა ისეთებს, როგორც მე მსურს, და თქვენც მიპოვით ისეთს, როგორც არ გსურთ, რათა არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი.

კოლოსელთა 3:13-15
შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე – თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილების კავშირია. ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.