უსაქმურობა ბიბლიის მუხლები

იგავნი 19:24
ზარმაცი ლანგარში ჩაყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.

იგავნი 22:13
ზარმაცი ამბობს: ლომიაო გარეთ, მომკლავსო – შუა ქუჩაში.

იგავნი 20:13
ძილისგუდა ნუ იქნები და არ გაღატაკდები. თვალს ნუ მოხუჭავ და პური გექნება.

2 თესალონიკელთა 3:11
რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

იგავნი 24:30-34
ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე; აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო. როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება – იარაღასხმული კაცივით.

1 ტიმოთეს 5:13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.

იგავნი 26:13-16
ზარმაცი ამბობს: ლომიაო გზაზე, ლომიაო შუა მოედანზე. კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი – თავის ლოგინზე. ზარმაცი ხელს ჯამში ყოფს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება. ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.

2 თესალონიკელთა 3:6-15
ჩვენ კი გამცნებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ. რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის. მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი. როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”, რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმნა. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

იგავნი 15:19
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობესავითაა, წრფელთა გზა კი მოსწორებულია.

იგავნი 19:15
სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.

ეკლესიასტე 10:18
სიზარმაცის გამო ჭერი ინგრევა და ხელების დაკრეფით სახლში წვეთავს.