ფსალმუნები 88:48
ვინ არის კაცი, რომ სიკვდილი არ იხილოს, და იხსნას სული თვისი ჯოჯოხეთის ხელთაგან?
იგავნი 10:27
უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, უკეთურთა სიცოცხლე კი მოკლეა.
იოანეს 8:24
ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“
იგავნი 11:7
უკეთურ ადამიანთა სიკვდითან ერთად ისპობა მათი იმედები და უღმრთოთა სასოება ქარწყლდება.
ფსალმუნები 48:10
აჰა, დაინახავს, რომ ბრძენნიც იხოცებიან, ისევე, როგორც ბრიყვნი და სულელნი, და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
ეზეკიელი 18:23
განა მე ვისურვებ ბოროტის სიკვდილს? – ამბობს უფალი ღმერთი, – განა არ მინდა, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?
2 პეტრეს 2:12
ისინი კი, როგორც უგუნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, მგმობელნი იმისა, რაც არ გაეგებათ, თავიანთ გახრწნილებაში დაიღუპებიან
მათეს 25:30
ეს უვარგისი მონა კი გააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
2 პეტრეს 2:17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული.
გამოცხადება 20:13
და გადასცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა გადასცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული გასამართლდა მის საქმეთამებრ.
ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანებს დადგენილი აქვთ ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება,
დანიელი 12:2
და მრავალი მიწის მტვერში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისა და შერცხვენისათვის.
იუდა 1:7
ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი.
იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.