უფლებები ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 22:22
ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.

გამოსვლა 22:25-27
თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ვინმე ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ვახშს ნუ დააკისრებ.  თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,  რადგან ის მისი ერთადერთი საფარველია; მისი სხეულის სამოსელია – რაში დაიძინოს? როცა შემომჩივლებს, მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.

ლევიანნი 19:9-10
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.  ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 22:11
მღვდლის მიერ თავისი ფულით ნაყიდ მონას და მის სახლში დაბადებულს შეუძლიათ ჭამონ მისი პური.

იობი 36:6
დიდხანს არ აცოცხლებს ბოროტეულს და სამართალს მიაგებს ჩაგრულთ;

გამოსვლა 21:2-6
თუ ებრაელ ყმას იყიდი, იყოს ექვსი წელი შენი მონა, მეშვიდე წელს კი გათავისუფლდეს უსასყიდლოდ.  თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლთან ერთად მოვიდა, მაშინ ცოლიც თან წაიყოლოს.  თუ ბატონმა შერთო ცოლი და უშვა ცოლმა ძეები და ასულები, მაშინ ცოლი და ბავშვები ბატონისაა, ის კი წავიდეს მარტო.  ხოლო თუ ყმა იტყვის: „მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”,  მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.

მეორე რჯული 15:12-18
თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.  როცა გაათავისუფლებ – ხელცარიელი არ გაუშვა:  დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი.  გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას.  და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა,  მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი.  ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.

გამოსვლა 21:7-11
თუ მხევლად გაყიდის კაცი თავის ასულს, ისე ვერ გათავისუფლდება იგი, როგორც ყმა თავისუფლდება.  თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.  თუ თავისი ძისთვის განაწესა იგი, საკუთარი ასულივით მოეპყრას მას.  თუ სხვა ცოლსაც შეირთავს, მაშინ საზრდო, სამოსელი და მეუღლებრივი თანაცხოვრება არ უნდა მოაკლოს მას.  თუ არ უზრუნველჰყოფს მისთვის ამ სამ რამეს, მაშინ გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდება ქალი.

გამოსვლა 22:21
მდგმურს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.

ლევიანნი 19:10
ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

რიცხვნი 25:9-12
ოცდაოთხი ათასი კაცი მოსრა ამ ჭირმა.  უთხრა უფალმა მოსეს:  „დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე ფინხასმა, ელეაზარის ძემ, აჰარონ მღვდლის ძემ, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოვსპე ისრაელის ძენი ჩემი შურისძიებით. ამიტომ უთხარი, რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას.

იესო ნავეს ძე 20:1-6
ელაპარაკა უფალი იეშუას:  „ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს მეშვეობით.  რათა მკვლელი, რომელსაც უნებლიედ, შეცდომით შემოაკვდება კაცი, გაიქცეს და თავშესაფრად ჰქონდეს მესისხლესგან.  გაიქცეს ერთ ამ ქალაქთაგანში, დადგეს ქალაქის კარიბჭესთან და გამოაცხადოს თავისი ამბავი იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად; და შეიფარებენ ქალაქში, მისცემენ ადგილს და იცხოვრებს მათ შორის. თუ დაედევნა მესისხლე, არ უნდა გადასცენ მკვლელი, რადგან უნებლიედ შემოაკვდა თავისი მოყვასი, არ სძულებია იგი არც გუშინ, არც გუშინწინ.  და იცხოვროს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარსდგება განსასჯელად თემის წინაშე, ვიდრე არ მოკვდება იმ დღეებში მყოფი მღვდელმთავარი. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა”.

მეორე რჯული 22:13-21
თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,  ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,  მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.  უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.  აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე.  მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი; ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.  ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,  გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში – იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.

კოლასელთა 3:20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.

ეფესელთა 6:1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.

მეორე რჯული 5:16
პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.

დაბდება 25:29-34
ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.  უთხრა ესავმა იაკობს: „გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.  უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”. 32 და თქვა ესავმა: „აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”  უთხრა იაკობმა: „შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.  მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.

მეორე რჯული 21:15-17
თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,  ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;  არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.

ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

1 კორინთელთა 9:1-17
განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში?  თუ სხვებისთვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში.  აი, რა პასუხს გავცემ ჩემს განმკითხველებს:  განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?  განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება?  რომელ ჯარისკაცს უომია ოდესმე საკუთარი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს სამწყსოს და სამწყსოდან რძეს არ სვამს?  განა ადამიანურად ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?  რადგან დაწერილია მოსეს რჯულში: პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?  თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.  თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?  თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.  ნუთუ არ იცით, რომ ტაძრისგან ჭამენ მღვდელმსახურნი? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?  ასევე დაუწესა უფალმა სახარების მქადაგებლებს სახარებით ცხოვრება. 15 თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!  ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.  რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ – სახლმართველობა მაქვს მონდობილი.

მეორე რჯული 19:15
ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.