ბიბლიის მუხლები თემაზე
ტყვეობა მეტაფორულად
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იოანეს 8:34
მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
-
საქმეები 8:23
ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.
-
2 ტიმოთეს 2:26
რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.
-
2 პეტრეს 2:19
თავისუფლებას პირდებთან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
-
2 კორინთელთა 10:5
იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
-
ესაია 42:6-7
მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ, რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.
-
ესაია 61:1
უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა;
-
ლუკას 4:18
უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
-
იოანეს 8:36
თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
-
გალატელთა 2:4-5
ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინეთ, ერთი საათიც კი არ დავუთმეთ და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.
-
გალატელთა 5:1
თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
-
ეფესელთა 4:8
ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს.
-
ფსალმუნები 67:18
შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი კაცთათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.