იესო ნავეს ძე 7:3-4
დაბრუნდნენ იეშუასთან და უთხრეს: „ნუ წავა მთელი ხალხი; ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და მოსრას ჰაღაი; ნუ გარჯი მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი”. ავიდა სამი ათასამდე კაცი ხალხიდან, მაგრამ უკუაქციეს ჰაღაის კაცებმა;
იგავნი 16:18
დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას – ქედმაღლობა.
მათეს 26:33-34
მიუგო პეტრემ მას პასუხად: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”. უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
მათეს 26:40
მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
რომაელთა 11:20-21
კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.
1 კორინთელთა 10:12
ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
გამოცხადება 3:17
რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.