ესაია 64:8
მაგრამ ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი გამომსახველი; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ჩვენ ყველანი.
იერემია 18:2-6
ადექი და ჩადი მეთუნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას. მე ჩავედი მეთუნის სახლში, მეთუნე თავის მორგვთან მუშაობდა. და ქოთანი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, ხელში გაუფუჭდა. მიუბრუნდა და იმავე თიხით სხვა გააკეთა, როგორიც მოიფიქრა. და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი: განა ამ მეთუნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო? – ამბობს უფალი, – აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
ესაია 29:16
ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, „არ გავუკეთებივარო?” და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?”
ესაია 45:8-9
ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე. ვაი, თავის უფალთან მოშუღარს, ერთ ნატეხს თიხის ნამსხვრევთაგან! განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: რას აკეთებო? ან შენი ნაკეთობა თუ გეტყვის: ხელი არ გივარგაო?
2 კორინთელთა 4:5-7
რადგან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს, ჩვენს თავს კი თქვენს მონებად მივიჩნევთ იესოს მიერ. რადგან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, რომ ნათელი ბნელიდან გამობრწყინებულიყო, მან გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღმერთის დიდების ცოდნის ნათელმა ქრისტეს პირისახეში. ეს განძი კი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა გადამეტებული ძლიერება ღმერთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
იობი 10:8-12
შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ერთიანად, ყოველმხრივ, და შენვე მანადგურებ? აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ? განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე, სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენმა ზრუნვამ შეინარჩუნა ჩემი სული.
2 ტიმოტეს 2:20
დიდ სახლში არ არის მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, არამედ აგრეთვე ხისა და თიხისა, ზოგი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ.
იერემია 1:5
სანამ გამოგსახავდი დედაშენის მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი დედის საშოდან, მე წმიდა-გყავ შენ და ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე.
რომაელთა 9:20-22
ვინ ხარ შენ, ო, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: „რატომ შემქმენი ასე?“ ნუთუ მეთუნეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო? მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.