ბიბლიის მუხლები თემაზე
თავაშვებულობა
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
-
ლუკას 21:34-35
გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და ყოველდღიური ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად, რადგან მახესავით ეწევა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე.
-
იგავნი 19:10
ბრიყვს არ შეჰფერის ფუფუნება, კიდევ უფრო ნაკლებად მონას – ბატონობა მთავრებზე.
-
ფსალმუნები 57:3
გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი.
-
ესაია 5:12
და ქნარი და ებანი, დაფი და სტვირი, და ღვინოა მათ ნადიმებზე; და უფლის საქმეს არ უყურებენ, და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ.
-
ესაია 9:3
მშვილდივით ჭიმავენ ენებს სიცრუისათვის, და სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ მე, – ამბობს უფალი.
-
ეფესელთა 4:19
ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
-
1 პეტრეს 4:2-3
რათა ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით. რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში.
-
იგავნი 5:8-10
შორს დაიჭირე თავი მისგან და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები, რათა არ მისცე სხვებს შენი ღირსება და წლები შენი სიცოცხლისა – დაუნდობელთ, რათა არ აღივსონ სხვები შენი ძალით, და შენი ნაოფლარით არ გაივსოს უცხოთა სახლები.