ებრაელთა 13:4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.
ეფესელთა 5:3
სიძვა და ყოველგვარი უწმიდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით.
1 კორინთელთა 6:18
განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
დაბადება 2:24
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.
1 კორინთელთა 7:2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.
იგავნი 14:12
არის გზა, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
1 კორინთელთა 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.
1 თესალონიკელთა 5:22
ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
მათეს 19:9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“
1 თესალონიკელთა 4:3-6
რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და ღირსებით, და არა ვნებათა ღელვით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ არ გამოიყენოს ბოროტად და არ მოატყუოს საქმეში თავისი ძმა, რადგან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.