ეზრა 8:20
ასევე ტაძრის მსახურები, რომლებიც დავითმა და მთავრებმა დაუდგინეს ლევიანებს მსახურებად – ორას ოცი მსახური; ყველა მათგანი სახელებით იყო დადგენილი.
ნეემია 3:26
ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ.
ნეემია 11:21
ტაძრის მსახურნი ყოფელში მკვიდრობდნენ, რომელთაც ციხა და გიშფა თავკაცობდნენ.
ნეემია 3:31
მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო.
ეზრა 7:24
გიბრძანებთ, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, კარიბჭის მცველსა თუ ღვთის სახლის მსახურს არ დაეკისროს გადასახადი, მოსაკრებელები ან ხარკი.
ნეემია 11:3
აი, ოლქების მთავარნი, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, იუდას ქალაქებში კი, თითოეული თავის ქალაქსა და სამოსახლოზე ცხოვრობდა: ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანნი, სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი.
ნეემია 10:28
დანარჩენი ხალხიც – მღვდლები, ლევიანები, კარისმცველები, მგალობლები, ტაძრის მსახურები და ყველა ისინი, ვინც გამოეყო იმ ქვეყნის ხალხებს და მოექცა ღმერთის რჯულზე, მათი ცოლები, მათი ძენი და მათი ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
ეზრა 2:43-44
ნეთინელთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის, კეროსის, სიაყას, ფადონის,
ეზრა 2:58
სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შვილები – სამას ოთხმოცდათორმეტი.
ნეემია 7:46-56
ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი, ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი, რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ბესაიას ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი, ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი, ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
ნეემია 7:60
სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი – სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
ეზრა 7:7
ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდლები, ლევიანნი, მგალობელნი, კარიბჭის მცველნი და ნეთინელნი (ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი) იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მეშვიდე წელს.
ეზრა 8:17
გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის მთავართან. ვუთხარი რა უნდა ელაპარაკათ იდოსთან და მის ძმებთან, ტაძრის მსახურებთან, ქასიფიას ადგილზე მყოფებთან, რათა მოეყვანათ ჩვენამდე მსახურები, ჩვენი ღმერთის სახლისთვის.