2 მეფეთა 23:2
უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
ესაია 59:21
მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! – ამბობს უფალი.
ლუკას 12:12
რადგან სულიწმიდა გასწავლით იმ დროს, რაც უნდა ილაპარაკოთ”.
მათეს 10:20
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
მარკოზის 13:11
როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
ნეემია 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
საქმეები 28:25
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
საქმეები 5:32
ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
საქმეები 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
1 კორინთელთა 12:3
ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: „შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: „უფალია იესო” – თუ არა სულიწმიდით.
მათეს 22:43
უთხრა მათ: „მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
საქმეები 4:25
შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას?
საქმეები 6:10
მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
საქმეები 21:4
მოვნახეთ მოწაფეები და შვიდ დღეს გავჩერდით იქ. ისინი სულიწმიდით ეუბნებოდნენ პავლეს, რომ არ ასულიყო იერუსალიმში.
საქმეები 21:11
მოვიდა ჩვენთან, აიღო პავლეს სარტყელი, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: „ასე ამბობს სულიწმიდა, კაცს, ვისაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იუდევლები იერუსალიმში და წარმართებს გადასცემენ ხელთ”.
1 კორინთელთა 12:8
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
ეფესელთა 6:17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
1 თესალონიკელთა 1:5
რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.
იუდა 1:20
ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,